რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი)სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაფორმებაზე უარი მეორედ განუცხადა.

პოლიტიკოსის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ, - ამის შესახებ სააკაშვილის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი რუსლან ჩორნოლუცკი აცხადებს.

მისი თქმით, მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე საიმიგრაციო სამსახურში სააკაშვილმა პირადად 31 ოქტომბერს შეიტანა.

„საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ საიმიგრაციო ინსტანციაში და სასამართლოში შეიძლება. ხვალ ჩვენ სარჩელს მოვამზადებთ და შევიტანთ", - განაცხადა ჩორნოლუცკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×