რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი საიფულო საიპოვი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

ორი დღის წინ, ნიუ-იორკში ტერაქტი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×