რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი)სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 9 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

აქედან, 5-ზე განაჩენი უკვე დამდგარია და ქარდავას სხვადასხვა ვადით, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დანარჩენ 4-ზე კი სასამართლო განხილვები ამჟამად მიმდინარეობს.

მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირველ ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×