(რეზონანსი)საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. უწმინდესი რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად დაპატიჟეს.
გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. აუდიენციაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხსაც:
"მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომცა თქვენთვის, რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე."
ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება დღესასწაულს, თუკი მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.
„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს დავესწრები დღესასწაულს".-განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.