რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული პირი გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.

უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს, მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით, 5 000 აშშდოლარს სძალავდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მანამდე დააკავეს, სანამ მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×