რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი)საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სთავაზობს. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×