რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია.

„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს" მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.

იგი ამ სიტყვებით გამოეხმაურა ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის" დაკავებაზე წერს.

შეგახსენებთ,, გუშინ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×