რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი)საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის.

ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×