რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ფინანსტა სამინისტრო 2017 წელს სიგარეტის აქციზიდან საპროგნოზო შემოსავლების მიზეზებს განმარტავს. პროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში.

კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა.

ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან შემოსავლების გეგმა 87,3%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს (1,199 მლრდ ლარი) 152 მილიონი ლარი დააკლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×