რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) „არ შეიძლება თვალის დახუჭვა და თქმა, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიას გვერდს ავუვლით და ამ საკითხს მოვაგვარებთ. უწმინდესი ყოველთვის ამბობდა- გასაღები ამ საკითხების მოგვარებაში აქ უნდა ვეძებოთ და ამ ურთიერთობებში, -განაცხადა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელმა საპატრიარქოში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი, სადაც რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობლივი კომისიის შექმნაზე კიდევ ერთხელ იყო საუბარი. აღნიშნულმა კომისიამ აფხაზეთში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს და დაარეგულიროს.

მამა მიქაელის თქმით, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გუშინ შეახსენა მანამდე მოსკოვში პატრიარქებს შორის შემდგარი შეხვედრა, რომელზეც აღნიშნული კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას".- განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

აფხაზეთის საკითხზე რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობლივი კომისიის შექმნას თეოლოგები აკრიტიკებენ. ისინი საქართველოს ეკლესიას რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ. ასევე ამ სახის მოლაპარაკებებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და სხვა ეკლესიების წარმომადგენლების ჩართვას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×