(რეზონანსი)თბილისის ახლად არჩეული მერის,კახა კალაძის,ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსები სასწრაფოდ ჩასანაცვლებელია.
კალაძის თქმით, დღეს პირადად გაეცნო როგორც ე.წ. ყვითელ, ასევე ახალ ავტობუსებში არსებულ მდგომარეობას.
„ ვიყავი მეტროში, ვნახე ავტობუსების მდგომარეობაც. კარგად ჩანს, რომ ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი. ძალიან დიდი სხვაობაა ახალ, ლურჯ ავტობუსებსა და ყვითელ ავტობუსებს შორის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ძალიან მალე განვახორციელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით", - განაცხადა კალაძემ.