რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის და ასევე მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

"ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ, დღეს მათ ღირსეული პატივი მივაგეთ. სამშობლოსთვის თავდადებულები დაიკრძალებიან იმ ეკლესიის ეზოში,რომელიც მათი და მსგავსი გმირების სახელის უკვდავსაყოფად ააშენა ქალბატონმა,რომელიც გმირი დედა და მეუღლეა."

შეგახსენებთ,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×