რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დიდ დიღომში არსებული დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის მეორე ავტობაზა დაათვალიერა.

კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა და ავტოპარკში არსებული ავტობუსების მდგომარეობით დაინტერესდა.

მისი კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მარტო კომფორტული, არამედ პოპულარულიც, რისთვისაც მომდევნო წლებში არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი უნდა შეიცვალოს ევროპული ტიპის ტრანსპორტით.

,,ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის ტრანსპორტის განახლება იქნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც. ვაპირებთ არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას, ოთხი წლის განმავლობაში ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.

„თბილისის მერიამ, 143 ავტობუსი შემოიყვანა, რაც მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი გაუბედურებული ყვითელი ავტობუსებსი პარკი იქნეს ჩანაცვლებული", - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×