რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ღირსების ორდერით ორჯერ დააჯილდოვა.

პირველად, 2010 წლის 20 დეკემბრის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

მოცემულ დროს ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

ღირსების ორდენი სააკაშვილმა ქარდავას 2012 წელსაც გადასცა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.

განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

სააკაშვილი ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც საქართველოს ექს პრეზიდენტი წერს, იგი ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან შეიტყო.

„მედიასაშუალებები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ „უახლოეს თანაგუნდელს" მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მეგის ქარდავა, გუშინ უკრაინაში დააკავეს. ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში სსკ-ს რამდენიმე საქმეა აღძრული.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×