რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) 83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა ახალი საკონატიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.

საპარლამენტის დადგენილებით, ჯგუფში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ირმა ინაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილ,; ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე თენგიზ შარმანაშვილი, "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი.

კომისიის შემადგენლობაში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები არ არიან, რადგან მათ პროცესში ჩართვაზე უარი თავად განაცხადეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×