რეზონანსი
02.11.2017

 (რეზონანსი) უკონტაქტო პატრულის ამოქმედებიდან ორ თვენახევრის განმავლობაში 6126 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ქვითრების ჯამურმა ღირებულებამ კი 179 100 ლარი შეადგინა. ინფორმაციას „პირველი არხი" შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოწერილი ჯარიმების უმეტესობა - 2545 ჯარიმა, რაც 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია" და „დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გამოიწერა.

1413 ერთეული, 50-ლარიანი ჯარიმა კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა იმ მუხლის შესაბამისად გამოიწერა, რომელიც მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა", „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია", „მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობას, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და "უკონტაქტო პატრულირება" ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის პირველ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას არ ემატება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×