რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) „ბოროტების ხაზი - მავთულხლართები საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებულ ტერიტორიას შორის. ეს არ და ვერ იქნება მისაღები ან დავიწყებული",- ასე ეხმიანება ტვიტერის საშუალებით, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი საქართველოში რუსულ ოკუპაციას.

ესტონეთის პრეზიდენტი, პოსტთან ერთად საოკუპაციო რეჟიმისგან, საზღვრების მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილის სურათსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ესტონეტის პრეზიდენტმა ხურვალეთი მოინახულა.

კლიულადი ვითარებას ადგილზე გაეცნო და მავთულხლართების იქეთ მცხოვრებ დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×