(რეზონანსი) ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებული უნდა იყოს, ამის შესახებ დედაქალაქის ახალარჩეულმა მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.
კალაძემ, გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „რუსთაველიდან" - „გურამიშვილამდე" იმგზავრა მეტროსადგურებში არსებულ სიტუაციას გაეცნო.
როგორც კალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.
„არის სამი მიმართულება: მეტროების რეაბილიტაცია, ვაგონების რეაბილიტაცია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციები და საჰაერო და სახანძრო ელექტროგაყვანილობა. აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს პროექტები განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენის ვიზუალური მხარეც - ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დაიწყება მუშაობა.
„მნიშვნელოვანია ერთნაირი სახის დიზაინი, რომელიც გულისხმობს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს", - ამბობს კალაძე.
დედაქალაქის ახლადარჩეული მერეის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური "გურამიშვილი" ორი დღით დაიკეტება, რათა მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს. მოსახლეობა კი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
ცნობისთვის, კალაძემ მეტროთი რამდენიმე დღის წინათ იმგზავრა და მოსახლეობას გაესაუბრა.