რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე.

„თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა," - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×