(რეზონანსი) „არა ჩადებას", „თავისუფლება უკანონო პატიმარ რაულ შარაძეს", - ამ მოთხოვნებით აჭარის პროკურატურასთან, სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რაულ შარაძე მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს. მისი ოჯახის წევრების მტკივებით, პატიმარს სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.
„უკანონო პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვთ. მას საკუთარ ავტომობილში სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს და ნარკოტიკის შეძენა - შენახვის ბრალდებით დააკავეს", - განაცხადა ბრალდებულის დედამ, მაყვალა შარაძემ.
ასევე, აქციაზე მხარდაჭერის მიზნით უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.
მისი განცხადებით, სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა და რომელსაც ჩადების ინსტიტუტი ჰქვია, არ დანგრეულა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებისთვის ნარკოტიკის ჩადების ფაქტები გახშირდა.
აქციის მონაწილეები პროკურატურას და სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.