(რეზონანსი) 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 6,430,824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,016,180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%).
მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
10 თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,042,907 შეადგინა, რაც 665,327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%.
განსაკუთრებული ზრდა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9%.
ამ წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 607,989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80,094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%).
ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით, იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 259,313 შეადგინა, რაც 43,118-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +19.9%).