რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) „არა პოლიტიკურ შანტაჟს", არა არჩევნების გაყალბებას", „ნუ გაჩუმდებით", - ამ ლოზუნგებით, ხობის მთავარ მოედანზე „ევროპული საქართველოს" ხობის ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა.

„ჩვენ არ გვაინტერესებს გასული ცხრა და გასული ოთხი წელი. ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ხვალ და როგორ შეიცვლება იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ახლა შიმშილის ზღვარს მიღმაა.

„მოვუწოდებთ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, ხალხის სატკივარი და გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანონ. მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეშია. ასევე, ვითხოვთ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას," - განაცხადა აქციაზე ხობის მერობის ყოფილმა კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×