რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

"სახელმწიფო საზღვარი ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ეს საფრთხეს უქმნის და ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე და არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოაქციოს თავისი ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება თავისუფალი იყოს გადაადგილება ამ ტერიტორიებთან და ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტუალიზაციისთვის, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან შესული ტვირთების აღრიცხვას ახალგორთან აპირებს. ამის შესახებ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

როგორც „საბაჟო კომიტეტის" ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, ეს ნაბიჯი საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით იდგმება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×