რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, თანამდებობის პირების ხელფასი 2021 წლისთვის ის იქნება, რაც წელსაა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ეს ზუსტად ვიცი, რომ 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია, ანუ რაც წელს გვექნება, ის ექნება 2021 წლისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მხოლოდ 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი ის, რომ მათ კოეფიციენტები აუმოქმედდეთ ", - ამბობს ქუმსიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×