რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა. შესაბამისი წერილი მათ გუშინ მიიღეს.

ოჯახის ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, წერილში ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში ბრალდებული არ არსებობს, რის გამოც დაზარალებულის სტატუსს ოჯახს ვერ მიანიჭებენ.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი 33 წლის პავლიაშვილის ოჯახმა დაზარალებულად ცნობა 30 ოქტომბერს ითხოვა.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×