რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს, ბიუჯეტიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, 16 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა.

„მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტრისთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×