რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) „2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი". - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

„ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×