რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)ცესკომ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

ცესკოს გადაწყვეტილებით, შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება ოქმი, რომლის თანახმად, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

როგორც ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა, დიდი ალბათობით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. „კომისიამ არც მოწმეებს მოუსმინა და არც სადამკვირებლო ორგანიზაციას, რომლებსაც ცალსახად ჰქონდათ ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი ამ დათვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ქიტესაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×