რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ეს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში"განაცხადა.

უგულავამ სააკაშვილის განცახდებაზე, რომ ის მეგის ქარდავას არ იცნობდა,უკმაყოფილება გამოხატა

"სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა განცხადება. ტექნიკურად შეიძლება მართლა არ იცნობდა მეგის ქარდავას, მაგრამ ეს განცხადება ხომ თავის თავში შეიცავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებას? მე ვთვლი, რომ არასწორია. რაც შეეხება ციხეში მომხდარ მოვლენებს,მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მტკივა და მინდა მე თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს "ქართული ოცნება", რადგან "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, არ გამოუყენებია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის", - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×