რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი ბელგიაში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. „ბრიუსელში იმიტომ ჩავედი, რომ კონფრონტაციული სიტუაცია არ შექმნილიყო. ბევრი მზად იყო წინააღმდეგობის გასაწევად", - განუცხადა პუჩდემონმა ტელეკომპანია RTBF-ს.

„მე დარჩენა და წინააღმდეგობისკენ მოწოდებით გამოსვლა შემეძლო. მე ეს არ გავაკეთე და არ მსურს გავაკეთო. ჩვენ არასდროს ვუჭერდით მხარს ძალადობას", - განაცხადა კატალონიის ყოფილმა ლიდერმა.

პუჩდემონის თქმით, კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფების გამო ესპანეთში სამოქალაქო ომი არ იქნება.

„თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა კატალონიაში ბოლო 7 წლის მანძილზე? ნახეთ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები თუნდაც ერთი ინციდენტის გარეშე? ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მსხვილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო. კატალონიური მოძრაობა წარმოუდგენლად მშვიდობიანია", - აღნიშნა პუჩდემონმა. (პუჩდემონი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×