რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)მარტვილის ერთერთ სკოლაში 15 წლის მოზარდს უფროსკლასელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბი გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. კონფლიქტი გაკვეთილზე დაიწყო, ხოლო ფიზიკურად მას სკოლის შენობასთან გაუსწორდნენ.

15 წლის მოზადის ოჯახი მომხდარში სკოლის პედაგოგს ადანაშაულებს. თავად პედაგოგი ამბობს, რომ მას მოსწავლეების უთანხმოებასთან კავშირი არ აქვს:

„შეკითხვა თვითონ ამ ბავშვისგან წამოიწია, ეს იყო პატივცემული ფეხბურთელის, გურამ კაშიას სამკლაურთან დაკავშირებით. ბავშვი ამბობდა, რომ უნდა ჩაქოლონ, რომ საქართველოში ასეთის ადგილი არ არის, მე ვარ სამოქალაქოს მასწავლებელი და განვუმარტე ბავშვს, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელსაც ერქვა ფაშიზმი",-განაცხადა მოზარდის მასწავლებელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×