(რეზონანსი)ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილის დედა, შვილის ფსიქოტროპული მედიკამენტებების მიღებას უარყოფს.
საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დედა ,ლია ტუხაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა.
„შევესწარი იმას, რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. პროზექტურაში გადასვენებაც არ მინდოდა იმიტომ, რომ მე შვილი გარდამეცვალა და ათასნაირი ჭორი შეიძლებოდა გამეგო, რა მოხდა არ მაინტერესებს, ვერავის ცოდვას ვერ ავიღებ კისერზე, ერთი ის ვიცი, რომ უკარგესი შვილი მომიკვდა"- აცხადებს გარდაცვლილის დედა.
შეგახსენებთ,ნოდარ შანიძე, პაატა პავლიაშივლის გარდაცვლილის ერთადერთი მოწმე იყო, რომელიც პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყვებოდა, რომ 33 წლის მამაკაცი ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა.