რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pais. ქვეყნის ბიუჯეტში მოსალოდნელი ზარალის შესახებ საგანგებო განცხადება ესპანეთის ეროვნულმა ბანკმა წლიური ანგარიშის შედგენის შემდეგ გაავრცელა.

კატალონიაში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ეროვნული ბანკის დირექტორმა ლუის ლინდემ ორივე მხარეს მოუწოდა, ვითარების ესკალაციისგან თავი შეეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა.

ლუის ლინდეს განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანა 2008-2012 წლების ეკონომიკური კრიზისის ფაზაში დაბრუნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×