რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) ზაურ სვანაძე ბაქოს ,,კესლას" (ყოფილი "ინტერი") მთავარი მწვრთნელი აღარ არის, გუნდს მისი ასისტენტი რამაზ სვანაძეც დატოვებს - ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ზაურ სვანაძე ბაქოს გუნდში მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა, როდესაც პოსტი კახა ცხადაძემ დატოვა. მისი ხელმძღვანელობით ბაქოელები ევროპა ლიგაზე ორჯერ მოხვდნენ.

თუმცა, წლევანდელი სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა.გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზეც აისახა. ბოლო ტურში ,,კესლა" საშინაო შეხვედრაში "ქიაფაზთან" 0:2 დამარცხდა,ხოლო 8-გუნდიან

ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×