რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) „ჩემი აზრით, საქართველო დღესაც საკმაოდ სახიფათო საომარ მდგომარეობაშია," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, იური ფიოდოროვმა, გააკეთა.

მან პუტინის პოლიტიკასა და რუსეთის მეზობელი ქვეყნებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ბრიუსელში ფიოდოროვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც რუსეთის მომავალზეა მოთხრობილი.

„რუსეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თქვენთან ხელისუფლებაში, თუკი ერთ დღესაც კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, დღეს არსებული მდგომარეობით, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდებათ".-განაცხადა ფიოდოროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×