რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, იტალიის ელჩებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების უფროსმა სუს-თან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ განაცხადა, რომ საფრანგეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა აქვს.

როგორც შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა განაცხადა, საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

„საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ბოლო ათი წლის განმავლობაში. მე მინდა მივულოცო ქართველებს, რაც მათ უკვე გააკეთეს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით".

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის თქმით, საქართველოს წინსვლას მოწმობს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ,ევროკავშირის წარმომადგენლობის მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური სამდივნო არსებობს და ერთ-ერთი მათგანი საქართველოშია.

საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მიმდინარე წელს დაგეგმილ გლობალური პარტნიორობის შეხვედრაზე და ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაცნობებთ,ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×