რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)„ჩემს ქვეყანაში არ მინდა არც რუსული ჩექმა და არც სხვა ქვეყნის, ჩემს მიწაზე მე მინდა მხოლოდ ქართული, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, როგორც მეგობრების და როგორც სტუმრების", - ასე უპასუხა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუს დეპუტატ ვლადიმერ ჟირინოვსკის.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მეორე დღეა, რაც რუსეთის პირველი არხის თოქ-შოუში ,,60" წუთში იღებს მონაწილეობას და კონფილიქტების დარეგულირების საკითხში ქართულ ინტერესებს იცავს.

დებატების დროს ნინო ბურჯანაძეს გვერდში ვლადიმერ ჟირინოვსკი ედგა, რომელმაც ეთნიკურ აფხაზ ახრამ ავიძბას ადგილი მას შემდეგ გადაუცვალა, რაც ბურჯანაძემ განაცხადა - "ნუ იდგებით ჩვენს შორის, ჩვენ თავად მოვაგვარებთ ერთმანეთთან პრობლემებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×