რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) ვიეტნამს ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს უტევს. არის მსხვერპლიც.

წინასწარი მონაცემებით, შტორმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარმა 20-ზე სახლი გაანადგურა, ათასზე მეტ შენობას კი სახურავი ახადა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

მეტეოროლოგების ცნობით, ტაიფუნის მარშრუტში შედის ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი დანანგიც, რომელიც მომავალ კვირაში აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×