რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) რუსეთში, რიაზანის ოლქში ტყეში იარაღის საიდუმლო საწყობი აღმოაჩინეს, სადაც ყუმბარმტყორცნის 70 რეაქტიული ყუმბარა აღმოაჩინეს.

საწყობის შესახებ სამართალდამცავებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, მას შემდეგ რაც სოფლის ერთერთმა მცხოვრებმა ტყეში საცავი იპოვა.

აღმოჩენილი ყუმბარებიდან 26 ასაფეთქებლის გარეშე იყო. ყველა მათგანზე კოროზიის კვალი და მექანიკური დაზიანებები ეტყობოდათ.

საბრძოლო მასალა ადგილზევე გაანადგურეს. მიმდინარეობს მფლობელის ვინაობის დადგენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×