რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) თურქეთში სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „მილიეტი" წერს.

ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ მიკროავტობუსი გააჩერა, რომლითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონო გზით მოხვედრას ცდილობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიელი ლტოლვილების საზღვარზე უკანონო გზით გადაყვანას საქართველოს 37 წლის მოქალაქე და თურქეთის 43 წლის მოქალაქე ცდილობდნენ.

ბრალდებულები ამჟამად დაკავებულები არიან და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×