რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციაში 31 საჩივარია შესული, საიდანაც ერთი უკვე დადასტურდა, 14 საქმეზე კი, გამოძიება დაიწყო.

მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ედავებიან. ძირითადად კი, ეს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ სუდანში, კონგოსა და განაში დევნილების საკითხებზე მუშაობენ.

Associated Press-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის წევრების მხრიდან გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 12 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი, არასრულწლოვნები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×