რეზონანსი
04.11.2017

 (რეზონანსი)წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული. 

წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა.

ხანძრისას არავინ დაშავებულა. ბამბის საწარმო კერძო საკუთრებაა და მეპატრონეები ზარალს თავად დაითვლიან, ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×