რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) თელავის რაიონის, სოფელ ართანასში, კოხტას მთის ფერდობზე მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას დილიდან ცდილობენ.

ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სსაგენტოში ამბობენ, ხანძრის ზონა დილით ვერტმფრენით დაათვალიერეს და კერების გავრცელების საშიშორება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ადგილზე გასულია სამაშველოს ათკაციანი ჯგუფი და, სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და აალების მიზეზი რა გახდა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×