რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, "ქართული მარშის" მიერ გამართული აქციის დროს, დაკავებული ოთხი პირი გათავისუფლებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" "ქართული მარშის" წევრ ლადო სადღობელაშვილზე დაყრდნობით წერს.

სადღობელაშვილის განცხადებით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანი იყო, რომელთა გათავისუფლებაც ხელწერილის საფუძველზე მოხდა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ , აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება

შეგახსენებთ, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2" - თან გამართულ აქციაზე ოთხი პირი გუშინ საღამოს დააკავეს.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეებმა ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×