(რეზონანსი) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხადა.
„პუტინთან შეიძლება შეხვედრა გვქონდეს. ჩვენ რუსეთის დახმარება გვჭირდება ჩრდილოეთ კორეის საკითხში," - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაში უკვე ჩავიდა, სადაც, ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. ტრამპმა, შემდეგ, პრემიერ შინზო აბესთან და პოპულარულ იაპონელ სპორტსმენთან ერთად გოლფი ითამაშა.
ტრამპი სამხრეთ კორეას, ვიეტნამს, ჩინეთსა და ფილიპინებსაც ესტუმრება.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე და მისი ნეიტრალიზაცია იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი 14 ნოემბრამდე გასტანს.