(რეზონანსი) საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მდიდარ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდა.
"ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე, დღევანდელი სახერება მიგვითითებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც სიმდიდრე ჰქონდათ, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანები არიან. სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი ადამიანმა უნდა დაძლიოს. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან.
"ალბათ თქვენს ცხვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, ჩაგივლიათ და გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი დავეხმარო თუ არა. თუ დავემხარები შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს, მაგრამ თუ არ დავემხრაები ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და დახმარება მიგიციათ. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და ადამიანის დასახმარებლად სიმდიდრე გამოვიყენოთ.
"მე მინახავს ისეთი ოჯხები, რომლებიც ზრდიან თავის შვილებს ამ ქველმოქმედებით, დახმარებას ასწავლიან თავის შვილებს. დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი და სახლში მიიყვანონ. ბედნიერია ასეთი ადამიანი ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებული ბრუნდებიან შვილები. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ გაჭირვებულ ადამიანს დავემხრაოთ ", - ბრძანა პატრიარქმა.