რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) დონალდ ტრამპის პოპულარობის რეიტინგი, პრეზიდენტობის პირველ ცხრა თვეში, ბოლო 70 წლის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, ყველაზე დაბალია. აღნიშნულს გაზეთ "Washington Post"-ის და ტელეკომპანია "ABC"-ს ერთობლივი გამოკითხვა მეტყველებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მუშაობას მხარს გამოკითხული ამერიკელების 37% უჭერს, ხოლო მის პოლიტიკას რესპონდენტთა 59% არ ეთანხმება.

გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი ფიქრობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპს თითქმის არაფერი გაუკეთებია ან ძალიან ცოტა გააკეთა.

გამოკითხვის მონაწილეების ნახევარი მიიჩნევს, რომ ტრამპის დროს აშშ უფრო სუსტი გახდა.

რესპონდენტთა 55% კი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×