(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ათი ოპოზიციური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ათი ოპოზიციური პარტია 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდა.
ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შედეგების გასაჩივრებას ხვალ სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
იმ შემთხვევაში თუ, სააპელაციო სასამართლოც მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გუშინ შეიტანეს, რომლის თანახმად, ისინი ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია, ცესკომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და არჩევნების მონაცემების ხელახლა გადამოწმებაზე უარი განაცხადა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.