რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) დუშეთში, საქართველოს ჩემპიონატზე, ოლიმპირმა ჩემპიონმა ძალოსანობაში ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა. ამით ტალახაძემ ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება.

მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×