რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ.

სოფლიდან ახალგაზრდების ჯგუფი ცეცხლის ჩასაქრობად უკვე წავიდა.

ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გავრცელდა და ის ხმელ ხეებს და ბალახს უკიდია.

ხანძრის ზონა დილით ვერტმფრენით დაათვალიერეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და აალების მიზეზი რა გახდა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×